თემატური გეგმები


სსიპ  ქალაქ  თბილისის  76-ე  საჯარო  სკოლა
გაკვეთილის  გეგმა ----ევროპა   ჩემს  გაკვეთილზე
მასწავლებელი:  მარიამ ბლიაძე
საგანი:  ქართული  ენა  და  ლიტერატურა
კლასი  :  მე-5
თემა:  განათლებული  მწყემსი.  (ნაწყვეტი  მოთხრობიდან ,,ნამწყემსარის  მოგონება“)
დრო: 45  წთ
მოსწავლეთა რაოდენობა:  28
გაკვეთილის მიზანი:
1)ევროპისა  და  საქართველოს ურთიერთობა  მე-19  საუკუნეში.
2) ევროპელთა  კულტურის  გაცნობა  (ჩაცმულობა,  განათლება).
3)სავაჭრო  ურთიერთობები ევროპასა  და  საქართველოს  შორის  მე-19 საუკუნეში.
მოსალოდნელი შედეგები:
1)პოულობს  რუკაზე  ტექსტში  მითითებულ  ქვეყნებს.
2)ამოიცნობს  ევროპელთა  ჩაცმულობას  ტექსტში  და  ახასიათებს  მას.
3) ადარებს  ქართველი  კაცისა  და  ევროპელის განათლებას.
4)საუბრობს  მეურნეობის  იმ  დარგებზე,  რომლითაც  დაინტერესებული  იყვნენ  ევროპელი  სტუმრები.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ.V.1 მოსწავლეს  აქვს ასაკის  შესაბამისი  სირთულის  ტექსტის  მოსმენისა  და  ინტერპრეტაციის  საწყისი  უნარები
. ისმენს     სხვადასხვა  ხასიათის საინფორმაციო   ტექსტებს  და  ერთმანეთსგან  განარჩევს  ფაქტებსა  და  დამოკიდებულებებს.
.სვამს  კითხვებს  მოსმენილი  ტექსტის უკეთ  გასაგებად.
.გამოხატავს  საკუთარ  დამოკიდებულებას  საინფორმაციო  ტექსტებში  გადმოცემული  ფაქტების  მიმართ. 
.წარმოაჩენს  ნაწარმოების  პერსონაჯებს  სხვადასხვა  კუთხით.
ქართ.V.2. მოსწავლეს  შეუძლია  ჯგუფური  და  ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების  განხორციელება.
.მუშაობს  ჯგუფთან  ერთად 
.ითვალისწინებს  და  გამოხატავს  თანაგუნდელების  საერთო  აზრს.
.მიზნის  შესაბამისად  ირჩევს  სასაუბრო(ეტიკეტური  დიალოგების)  და  მხატვრული (განცდებისა  და  შთაბეჭდილების    საუბრის ) სტილს
ქართ.V.6  მოსწავლეს  გამომუშავებული  აქვს  ხმამაღალი  კითხვის  საწყისი  უნარჩვევები.
.ხმამაღლა,  გამართულად  და  გამომეტყველებით  უკითხავს  თანაკლასელებს შერჩეულ  ნაწყვეტს  ტექსტიდან.


ქართ.V.8 მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული  ტექსტის  წაკითხვა და  ადეკვატურად    გაგება-გააზრება.
.გააზრებულად  აკავშირებს  სათაურს  ტექსტთან.
.გნარჩევს  მთავარ  და  მეორეხარისხოვან  პერსონაჯებს.
.განმარტავს  პერსონაჯთა  ქცევის  მოტივს  და  აფასებს  მათ  საქციელს.
.გამოაქვს  დასკვნა  პერსონაჯებს  შორის არსებულ  ურთიერთობის  შესახებ.
.საკუთარი  სიტყვებით  გადმოცემს  ტექსტის  შინაარსს.

.
ქართ.V.9 მოსწავლეს  აქვს წაკითხული  მხატვრული  ტექსტის  ინტერპრეტაციის  საწყისი  უნარები.
.ასახელებს  ნაწარმოების  თემას
.მსჯელობს  მისთვის  საინტერესო  საკითხების  შესახებ.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
ფლობს:
კითხვის ტექნიკას.ტექსტის  გააზრებას. საპრეზენტაციო უნარებს.
იციან:
ალექსანდრე  ყაზბეგის  ბიოგრაფია.ხევის  ყოფა-ცხოვრება

შეფასება და თვითშეფასება:
ვაფასებ  ჯგუფურ  მუშაობას  და  ვიყენებ  განმავითარებელ  და  განმსაზღვრელ   შფასებას
სასწავლო მასალა და რესურსები:
მსოფლიო  რუკა,  ცარცი,  დაფა,  მარკერი,  თაბახის  ფურცლები,  სახელმძღვანელო,კალამი
აქტივობა  N 1(2  წთ) გონებრივი  იერიში
აქტივობის  მიზანი.  წინარე  ცოდნის  შემოწმება.
აქტივობის  აღწერა.  კითხვების  საშუალებით  ვიხსენებთ  ალექსანდრე  ყაზბეგის  ბიოგრაფიას.ვამახვილებთ  ყურადღებას  მის  განათლებაზე, პეტერბურგში  გატარებულ  წლებზე.

აქტივობა  N.2(10წთ.) ტექსტის:,,განათლებული  მწყემსი „
აქტივობის მიზანი: მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი  კითხულობს  ტექსტის  პირველ  აბზაცს ,  კითხვას  განაგრძობს  თითო  ჯგუფიდან  თითო  მოსწავლე.  განმეორებითი,  ნაწილ-ნაწილ  კითხვის  დროს    მოსწავლეთა  მიერ  დაიძებნება  და  მათივე  მონაწილეობით   აიხსნება  უცხო  სიტყვები.გამოყენებული  იქნება   სახელმძღვანელოში  გამოყენებული  ,,სიტყვის  სალარო.“ყურადღებას  გავამახვილებთ  გამოთქმებზე:  „დამტვრეული  რუსული“,,,შტაცკური  ტანსაცმელი“--(მწერალი  აქ  საგანგებლოდ  უსვამს  ხაზს  სტუმრების  ჩაცმულობაზე, რათა  მიგვანიშნოს,  რომ ისინი  იქაურები  არ  არიან),
აქტივობა N.3. (6წთ.)  ტექსტის შინაარსის გადმოცემა ფაქტებზე ორიენტირებული კითხვების მეშვეობით.
აქტივობის მიზანი: მხატვრული ტექსტის  ანალიზი, ზეპირი მეტყველების განვითარება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები კითხვებზე პასუხებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს:
1)      რატომ  გადაწყვიტა  მწერალმა  მეცხვარეობა?
2)      რა  იყო  სტუმრების  მოსვლის  მიზეზი?
3)      რით  გააოცა  მან სტუმრები?
4)      რით  ახსნა  მან  ფრანგულის  ცოდნა?
5)      რა  წარმოდგენის  იყვნენ უცხოელები  მთიულებზე?
6)      შეძლო თუ  არა მწერალმა  მათი  აზრის  შეცვლა?
7)      რომელი  საუკუნის  ამბავია  აღწერილი  ტექსტში?
8)      რა  მინიშნებაა  ამის  შესახებ?
9)      თქვენი  აზრით,  რატომ  არ  უთითებს  მწერალი წელს  ზუსტად?
10)  რომელი  ქვეყნიდან  იყვნენ  სტუმრები?



აქტივობა N.4( 4 წთ)
აქტივობის მიზანი:ევროპისა  და  საქართველოს  ურთიერთობა  მე-19  საუკუნეში
აქტივობის  არწერა:  მასწავლებელი  რუკაზე  აჩვენებს  ბავშვებს  საფრანგეთსა  და ინგლისს.  მოკლედ  მიმოიხილავს  ამ  ქვეყნებს.
აქტივობა N.5 (4 წთ)
აქტივობის მიზანი:ევროპელთა კულტურის  გაცნობა(ჩაცმა ,  განათლება)
აქტივობის  აღწერა:ჯგუფებს  მასწავლებელი  დაურიგებს  ამობეჭდილ  ფოტოებს,  სადაც  სამოსის  მიხედვით  უნდა  გამოიცნონ  ევროპელი ადამიანი  და  აღწერონ  იგი.შემდეგ , ნაწარმოებზე  დაყრდნობით  უნდა  ისაუბრონ  თუ  როგორი  წარმოდგენა  ჰქონდათ  განათლებულ  ევროპელებს  ქართულ  განათლებაზე.


აქტივობა N.6 (4 წთ)
აქტივობის მიზანი:სავაჭრო  ურთიერთობები  ევროპასა  და  საქართველოს  შორის
აქტივობის  აღწერა: ჯგუფს  მასწავლებელი  აძლევს  დავალებას:  მოძებნონ  ტექსტში  სათანადო  ადგილი  და  მოკლედ  ჩამოაყალიბონ,  როგორი  სავაჭრო  ურთიერთობები  ჰქონდა  საქართველოს  ევროპასთან  მე-19  საუკუნეში.შეადგინონ  T დიაგრამადა  და  შეავსონ, როგორი  სავაჭრო  ურთიერთობა  ჰქონდა  საქართველოს  ევროპასთან  მე-19  საუკუნეში და----  ახლა.
აქტივობა N.7 (4წთ)
აქტივობის მიზანი:  ,, კეთილი  ტყუილი“
მასწავლებელი  მოსწავლეებს  თხოვს    ორი  წინადადებით  გადმოსცენ   და  აღწერონ  რატომ  იცრუა ალექსანდრე  ყაზბეგმე ევროპელების  წინაშე  და  რა  დაინტერესება  მოჰყვა  ამ  ტყუილს.
აქტივობა N.8  (6 წთ)
აქტივობის მიზანი:შეჯამება
აქტივობის  აღწერა:მოსწავლეები  აჯამებენ  რა  გაიგეს  ახხალი  ამ  გაკვეთილზე.

აქტივობა N.9( 2 წთ)
აქტივობის მიზანი:საშინაო  დავალება
აქტივობის  აღწერა: მასწავლებელი  მოსწავლეებს  უკითხავს  ნაწარმოებიდან  ნაწყვეტს: ,,აი  ეს  ფრანგია, მე  კი  ინგლისელი,:  რასაც  გვიამბობ,ჩვენს  ქვეყანაში  წიგნებში  ჩავწერთ და  ყველანი  წაიკითხავენ.“  გადმოეცით მოკლედ, თქვენი  აზრით,  რას  ჩაწერდნენ  სტუნრები  საქართველოზე .

აქტივობა N.11( 3 წთ)

აქტივობის მიზანი:შეფასება.
აქტივობის  აღწერა: ჯგუფური  სამუშაოს  შეფასება


ჯგუფური  მუშაობის  შეფასების  რუბრიკა.
კრიტერიუმი
 ძალიან  კარგი
10
საშუალო
9-8
საშუალო
7-6
დაბალი
5-1
ჯგუფის  მიერ  სამუშაო  მიზნის  გააზრება
ჯგუფმა  სამუშაო  მიზანი კარგად  გააცნობიერა
ჯგუფმა  სამუშაო  მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა  სამუშაო  მიზანი
ნაწილობრივ  გააცნობიერა
ჯგუფმა  სამუშაო  მიზანი კარგად   ვერ გააცნობიერა
ჯგუფის  მიერ  სამუშაოს  ორგანიზება
სამუშაო  კარგად  ორგანიზებული  იყო, ჯგუფის  წევრებს  შორის ფუნქციები  სწორად  და  თანაბრად  გადანაწილდა
სამუშაო  კარგად  ორგანიზებული  იყო, მაგრამ  ჯგუფის  წევრებს  შორის ფუნქციები  არათანაბრად    გადანაწილდა
სამუშაო  ნაწილობრივ იყო ორგანიზებული,   ჯგუფის  წევრებს  შორის ფუნქციები  არათანაბრად    გადანაწილდა.
სამუშაო  არ იყო ორგანიზებული,   ჯგუფის  წევრებს  შორის ფუნქციები  არ    გადანაწილდა.
დროის  ლიმიტი
საუკეთესოდ  იცავდნენ  დროის  ლიმიტს
საკმარისად  იცავდნენ  დროის  ლიმიტს
უჭირდათ დროის  ლიმიტის  დაცვა
ვერ  იცავდნენ დროის  ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა  წევრი  იყო  აქტიური  და  სამუშაო  ნაყოფიერი. ჯგუფის  წევრებს  შორის  იყო  პოზიტიური  და  საქმიანი  ურთიერთობა
ჯგუფის  თითქმის ყველა  წევრი  იყო  აქტიური . ჯგუფის  წევრებს  შორის  ძირითადად  იყო  პოზიტიური  ურთიერთობა.
მხოლოდ  ერთი-  ორი  მოსწავლე  აქტიურობდა.ჯგუფის  აქთიურ  წევრებსა  და  პასიურ  წევრებს  შორის ზოგჯერ  ურთიერთობები  იძაბებოდა.
ჯგუფის  წევრები  არ აქტიურობდნენ და  არ  შეინიშნებოდა  თანამშრომლობითი  გარემო


Комментариев нет:

Отправить комментарий