საწრეო მუშაობა

                 
                           გ    ა     ნ     ც      ხ     ა      დ     ე      ბ    ა

2017--2018   სასწ.  წლის  7 თებერვლიდან  ქალაქ  თბილისის   N76  საჯარო  სკოლაში V  კლასის  მოსწავლეებისთვის    იხსნება  ქართული  ენის    წრე.   
მსურველებს  გთხოვთ,  ჩაეწეროთ   ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  კათედრის  ხელმძღვანელთან.
საწრეო გაკვეთილები  ჩატარდება  ოთხშაბათობით , 14:20—15:20 სთ-ზე, I  სართულზე,   Vბ  კლასის  კაბინეტში.
                                                            განმცხადებელი :  მ.ბლიაძე
                                                                                         26.01.2018 წ

წრის  დასახელება: „ხმათა  ხავერდების  და  ღმერთების  ენა“
წრის  ხელმძღვანელი: მარიამ  ბლიაძე
მიზნობრივი  ჯგუფი: სსიპ  ქ. თბილისის  N76 საჯარო  სკოლა
წრის  მიზანი: 
1) ე.ს.გ.-ს  მოთხოვნების  მიხედვით   გრამატიკული  საკითხების ცოდნის  გაღრმავება -  განმტკიცება.
2)მოსწავლეთა  მოტივაციის  ამაღლება

ქართ.V. 15.მოსწავლეს  შეუძლია  გრამატიკული  წესების  მართებულად  გამოყენება  და  მართლწერის  ნორმების  დაცვა.
.  აქტიურად  იყენებს  მეტყველების  ნაწილთა  ძირითად  ფორმობრივ  თავისებურებებს.(სახელთა  ბრუნებას, სიტყვაწარმოებას .....)
.  პრაქტიკულად  იყენებს  სახელთა    შეწყობას  ბრუნვებისა  და რიცხვის  მიხედვით,ზმნური     კონსტრუქციების ცვლილებების  გათვალისწინებით;
.  ასწორებს  გრამატიკულ  შეცდომებს.
.  ტექსტის  შექმნისას  იცავს  სალიტერატურო  ენის  ნორმებს  და  აკეთებს  კორექტურას.
მოკლე  მიმოხილვა:  საწრეო მუშაობა ,, ხმათა  ხავერდების  და  ღმერთების ენა..“ საჭიროა მოსწავლეთათვის ქართულ ენაში  მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებში არსებული შეცდომების აღმოსაფხვრელად.
უკვე  რამდენიმე  წელია, ქართული  ენა  ლიტერატურასთან  კომბინირებულად  ისწავლება.მოსწავლეებს  ცალკე  არ  აქვთ   გრამატიკის  სახელმძღვანელო, ამიტომ  მათ  უჭირთ ენობრივი  ნორმების,  გრამატიკის  სწავლა, რაც  აუცილებელია,  არა  მარტო წერის  კულტურის  დასახვეწად, არამედ, ზეპირი  მეტყველებისთვისაც.საწრეო  მუშაობა ხელს  შეუწყობს გაკვეთილზე  მიღებული  გრამატიკული  საკითხების ცოდნის  გაღრმავება-განმტკიცებას.
    საწრეო  მუშაობა,რომელიც  შედგება  ლექციური  კურსისა  და  პრაქტიკული  სამუშაოებისაგან, დაეხმარება  მოსწავლეებს  წერითი  და  ზეპირი მეტყველების კულტურის  განვითარებაში.სწავლება სახალისო რომ იყოს, გამოვიყენებ სხვადასხვა სახის აქტივობებს: საილუსტრაციო და სავარჯიშო მასალებს, ტესტებს,რაც დაეხმარებათ  სწორად ამოიცნონ შეცდომები  და თავად მოახდინონ ტექსტის რედაქტირება.
      საწრეო  მუშაობის  შედეგად,  მათ  უნდა  შეძლონ:  ბრუნვის  ფორმათა ფუნქციონირების  მრავალფეროვნება   და  სათანადო  სიტყვა-ფორმების არჩევა კონტექსტური  სიტყვების  გამოსახატავად, ამოიცნონ და  გამოიყენონ  მნიშვნელოვანი სინტაქსური  მიმართულებები  სიტყვათა  შორის (ზმნასა  და  სახელს  შორის  შეთანხმება პირსა და  რიცხვში,  რიცხვითი  და/ან  ზედსართავი  სახელისა  და  არსებითი  სახელის  ბრუნების  წესები), პუნქტუაციური  შეცდომების  პოვნა  და  შესწორება ,სიტყვის  მართლწერა.
გამოყენებული  ლიტერატურა:
1) სახელმძღვანელო----ნათელა  მაღლაკელიძე   ქართული  ენა  და  ლიტერატურა  V კლასი
2) აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი
3)დარეჯან  თვალთვაძე---მართლწერის  საკითხები.
წრის  ხანგრძლივობა: 2017-2018 სასწავლო  წლის  მეორე  სემესტრი.16  შეხვედრა.თითო  შეხვედრის  ხანგრძლივობა  ერთი  აკადემიური  საათი. დღე-- ოთხშაბათი .დაწყების  დრო 1420 სთ.


ქართული ენის წრეში გაწევრიანების მსურველთა  მშობლის განაცხადის ფორმა
სსიპ ქალაქ თბილისის  N76 საჯარო სკოლის ქართული ენის წრე ხმათა  ხავერდების  და  ღმერთების  ენა
სახელი, გვარი ---------------------------------------------------------------------------
კლასი -----------------------------------------------------------------------------------
საკონტაქტო ინფორმაცია ---------------------------------------------------------------
(მისამართი, ტელეფონი) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  
რატომ მსურს ჩემი შვილის გაწევრიანება სასკოლო წრეში, რას მოველი ამ საქმიანობისგან? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გთხოვთ, ჩემი შვილი __________________________ ჩარიცხოთ ქართული ენის წრეში.   

                                                                                                                                                                                                                    თარიღი: -----------                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ხელმოწერა:


                                   


                                 წრის  სამუშაო  პროგრამა


N
თვე
და რიცხვი
თემა
აქტივობა
მიზანი
რესურსი
1
07,02
.საწრეო  მუშაობის  მიზნების  გაცნობა;
.ენის  რაობა;
.არსებითი  სახელი  და  მისი  ჯგუფები
მინილექცია.
პრაქტიკული  სამუშაო.
ტექსტის  შექმნა
სამუშაო  ფორმატის  გაცნობა.კეთილგანწყობილი
ურთიერთობის  დამყარება.ენის  მნიშვნელობის  განსაზღვრა.შეძლებენ  არსებითი  სახელის  ამოცნობას  და  დაალაგებენ  ჯგუფების  მიხედვით.
ფორმატი.მარკერი ფანქრები.ცარცი.დაფა.
სახ.ნ.მაღლაკელიძე   ქართული  ენა  და  ლიტერატურა,აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი

2
14,02
ბრუნვები  და მათი  ნიშნები.
ბრუნვის  ნიშნების  გავრცობა.სახელები  ფუძეთა  მიხედვით.მიმართვა  და  სასვენი  ნიშნები  მასთან.
გონებრივი  იერიში. მინილექცია.თამაში  ,,შვიდი  ძმა“.პრაქტიკული  სამუშააო
შეძლებენ  გამოიცნონ,  რომელ  ბრუნვაშია  სახელი.იპოვონ  ფუძე  და  გაარკვიონ  როგორფუძიანია  იგი.
დაფა,ცარცი,  კალამი,  ფურცელი,მარკერი  ფორმატი.ბარათები.
აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი

3
21.02
ფუძეკუმშვადი  და  ფუძეუკუმშველი  სახელები.მათი ბრუნება.

ბოლოთანხმოვნიან  სახელთა  მართლწერა.
გეოგრაფიულ სახელთა ბრუნება.





გონებრივი  იერიში.მინილექცია. პრაქტიკული  სამუშაო.


თვალსაჩინოებისთვის  სქემის  შექმნა.




განასხვავებენ  კუმშვად  და  უკუმშველ  სახელებს. შექმნიან  თვალსაჩინოებისთვის  სქემას.



ცარცი,  დაფა,  ფორმატი,  სახაზავი, ფერადი  ფანქრები.
აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი
დარეჯან  თვალთვაძე---მართლწერის  საკითხები.

ფორმატი.მარკერი,ფერადი  ფანქრები.ცარცი.დაფა.
სახ.ნ.მაღლაკელიძე   ქართული  ენა  და  ლიტერატურა,აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი

4
28,02

არსებითი  სახელის  რიცხვის  ფორმები.არსებითი  სახელის  შეთანხმება  ზმნასთან  რიცხვში.



გონებრივი  იერიში.მინილექცია.
ტექსტის  რედაქტირება

შეძლებენ  ამოიცნონ  ებიანი  და  ნართანიანი  მრავლობითის  ფორმები  ტექსტში.აბრუნონ  სახელი  ებიან  და  ნართანიან  მრავლობითში.  შეუწყონ  არსებით  სახელებს  ზმნები  რიცხვში.



ფორმატი.მარკერი,ფერადი  ფანქრები.ცარცი.დაფა.


სახ.ნ.მაღლაკელიძე   ქართული  ენა  და  ლიტერატურა,აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი


ცარცი,  დაფა,  ფორმატი,  სახაზავი, ფერადი  ფანქრები.
აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი
დარეჯან  თვალთვაძე---მართლწერის  საკითხები.
5
7,03
ბოლოხმოვნიან  საზოგადო  სახელების  ბრუნება.
ფუძეკვეცადი, ფუძეუკვეცელი,  კუმშვად-კვეცადი  სახელები  და  მათი  ბრუნება.
გონებრივი  იერიში. მინილექცია. პრაქტიკული  სამუშაო.
თვალსაჩინოებისთვის  სქემის  შექმნა.

განასხვავებენ  კვეცად,  უკვეცელ  და  კუმშვად-კვეცად  სახელებს  ერთმანეთისაგან.შექმნიან  თვალსაჩინოებისთვის  სქემას.
ცარცი,  დაფა,  ფორმატი,  სახაზავი, ფერადი  ფანქრები.
აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი
დარეჯან  თვალთვაძე---მართლწერის  საკითხები.
6
14,03
საკუთარი  სახელები  და  მათი  ბრუნება.ადამიანის  სახელები  და  გვარების  ბრუნება.
გონებრივი  იერიში. მინილექცია.ტექსტის  კორექტირება
ეცოდინებათ  საკუთარი  სახელების  ბრუნება.  შეძლებენ  ტექსტში  შეცდომების  პოვნას  და  მოახდენენ  მათ  შესწორებას.
ცარცი,  დაფა,კალამი  თაბახის  ფურცელი დარეჯან  თვალთვაძე---მართლწერის  საკითხები.
7
21,03
შემაჯამებელი  გაკვეთილი.
გონებრივი  იერიში.შემაჯამებელი ტესტური დავალების  შესრულება.
გაიხსენებენ  ნასწავლ  მასალას  და  მოხდება  მათი  შეჯამება.
ცარცი,  დაფა,კალამი  თაბახის  ფურცელი
8
28,03
გეოგრაფიულ  სახელთა  ბრუნება.
მინილექცია. ტექსტის  შექმნა.
ეცოდინებათ  გეოგრაფიულ  სახელთა ბრუნება
ცარცი , დაფა
აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი
დარეჯან  თვალთვაძე---მართლწერის  საკითხები.
9
4,04
ზედსართავი  სახელის  რაობა  და  მისი  ტიპები.ზედსართავ  სახელთან  დაკავშირებული  მართლწერის  საკითხები
 მინილექცია;
     ვენის დიაგრამა
      ტექსტის 
შექმნა

შეძლებენ გაარჩიონ  ერთმანეთისგან  ყოლა-ქონების,უყოლობა-უქონლობის,სადაურობის დანიშნულების,ხელობის  სახელები.ეცოდინებათ, როგორ იწერება  ბრუნვის ნიშნებით  წარმოქმნილი  ზედსართავი  სახელები.
ცარცი,  დაფა,  ფორმატი,  სახაზავი, ფერადი  ფანქრები.
აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი
დარეჯან  თვალთვაძე---მართლწერის  საკითხები.
10
11,04
ზედსართავი  სახელების  ხარისხის  ფორმები,სინონიმური  და  ანტონიმური  ზედსართავი  სახელები.ზედსართავი სახელის  ბრუნება ცალკე  და  არსებით  სახელთან  ერთად.
ტექსტიდან  ამოწერენ  ზედსართავ  სახელებს  არსებით  სახელთან  ერთად.  არსებით  სახელებს  შეურჩევენ  რაც შეიძლება  მეტი  ზედსართავ  სახელს.
ეცოდინებათ  არსებით სახელთან  ზედსართავი  სახელის  მართებული  გამოყენება.
უცხო  ტექსტი--ნაწყვეტი  ვაჯა-ფშაველას  მოთხრობიდან  ,,ხმელი  წიფელი.“    მარკერი,  ცარცი , დაფა.  თაბახის  ფურცელი.


11
18.04
რიცხვითი  სახელი.  რიცხვითი  სახელის  მართლწერა,რიცხვითი  სახელთა  ბრუნვა.
გონებრივი  იერიში.მინილექცია.
ტექსტის  რედაქტირება.თამაში  „მხიარული  რიცხვები“
ეცოდინებათ  რიცხვითი  სახელის  მართლწერა.  იპოვიან  ტექსტში  შეცდომებს  და  შეასწორებენ . თამაშის  მიზანია  ისწავლონ  რომაული  და  არაბული  რიცხვების  მართლწერა.

ფორმატი.მარკერი,ფერადი  ფანქრები.ცარცი.დაფა.
აკაკი  შანიძე, ლეო  კვაჭაძე ----ქართული  ენა  V კლასი

12
25,04
რიცხვითი  სახელის  ბრუნება.რიცხვითი  სახელის  გამოყენება  არსებით  სახელთან  და  ზმნასთან
გონებრივი  იერიში ,  მინილექცია,შეცდომების  გასწორება.
იპოიან  და  გაასწორებენ  შეცდომებს  ტექსტში,განმარტავენ  შეცდომების  ტიპებს.

დაფა  ცარცი,  კალამი, თაბახის  ფურცლები
დარეჯან  თვალთვაძე---მართლწერის  საკითხები.

13
2,05
ავტორის  ვინაობა,პირდაპირი  ნათქვამი  და  სასვენი  ნიშნები  მასთან
გონებრივი  იერიში.  მინილექცია. მოსწავლეები  მოიგონებენ  წინადადებებს  სადაც  გამოყენებული  იქნება პირდაპირი  ნათქვამი. 
მოსწავლეებს  შეეძლებათ  თვითონ  შექმნან  წინადადებები  სადაც  გამოყენებული  იქნება  პირდაპირი  ნათქვამი. 
დაფა,ცარცი, კალამი. მარკერი.  თაბახის  ფურცელი

14
16,05
სასვენი  ნიშნები  შორისდებულთან,  ,,რომ „ კავშირთან,
გონებრივი იერიში ,  მინილექცია,  დამოუკიდებელი  სამუშაო.
მოსწავლეები  შეეძლებათ  სასვენი  ნიშნების  მართებულად  გამოყენება  დამოუკიდებელ  სამუშაოში
დაფა,ცარცი, კალამი. მარკერი.  თაბახის  ფურცელი

15
23,05
დიალოგი.  სასვენი  ნიშნები  ,,ჩართულ „ სიტყვებთან  და  გამოთქმებთან
მინი  ლექცია. მხიარული  თამაში ,,დიალოგი“.ტექსტზე  მუშაობა.
მოსწავლეებს  შეეძლებათ   ზეპირად  გაესაუბრონ  ერთმანეთს,ხოლო  მესამე  პირმა  ეს ყოველივე გადმოსცეს  წერიობით.  ასევე  წაიკითხავენ  ტექსტში  მოცემულ  დიალოგს და  შეეცდებიან  წერილობით  გადმოსცენ  მაწარმოების  შინაარსი.  დიალოგში  ეცდებიან  გამოიყენონ  ე.წ. ,,ჩართული“  სიტყვები  და გამოთქმები.
დაფა,ცარცი, კალამი. მარკერი.  თაბახის  ფურცელი
სახ.ნ.მაღლაკელიძე--ტექსტი-- გოდერძი  ჩოხელი  ,,საზიარო  ყვავი“  პიევეი  თავი.


16
30,05
შემაჯამებელი  ტესტი.  შეძლებენ  მიღებული  ცოდნის  გადმოცემას.
ტესტზე  მუშაობა.
შეძლებენ  მიღებული  ცოდნის  წარმოჩენას
ტესტი.  კალამი







წრის მუშაობის შეფასების კითხვარი მოსწავლის მშობლისათვის----------------------------------------------------------------------
დროულად მიიღთ თუ არა ინფორმაცია წრის მუშაობის შესახებ?



შეგექმნათ თ არა რაიმე სახის დაბრკოლება შვილის წრეში გაწევრიანებისას?

გაეცანით თუ არა წრის სამუშაო გეგმას?

იყო თუ არა, თქვენი აზრით, წრის სამუშაო გეგმა მოსწავლის ინტერესებზე მორგებული?

ეხმარებოდა თუ არა მოსწავლეს  წრეზე განხილული საკითხები ცოდნის გაღრმავებაში?

ხართ არა კმაყოფილი წრის მუშაობით?

გამოირჩეოდა თუ არა წრის თემატიკა მრავალფეროვნებით

იყო თუ არა წრის მუშაობისას სასურველი კეთილგანწყობილი გარემო?

ხართ თუ  არა კმაყოფილი წრის მუშაობით? რას ისურვებდით ?



წრის მუშაობის შეფასების კითხვარი წრის წევრისთვის-----------------------------------------------------------------


დროულად შეიტყვეთ თუ არა ინფორმაცია წრის გახსნის თაობაზე?

შეგექმნათ თუ არა რაიმე სახის პრობლემა გაწევრიანებისას?

გაეცანით თუ არა წრის მუშაობის გეგმას?

იყო თუ არა გათვალისწინებული წრის მუშაობისას თქვენი ინტერესები?

რაში დაგეხმარათ წრეზე განხორციელებული აქტივობები?

იყო თუ არა მრავალფეროვანი წრის აქტივობები?

რომელ აქტივობას გამოყოფდით განსაკუთრებით?

შეგხვდათ თუ არა რაიმე დაბრკოლება წრის მუშაობისას?

იყო თუ არა შექმნილი მუშაობის პროცესში კეთილგანწყობილი გარემო?

რა ხარვეზები ჰქონდა წრის მუშაობას?

გაქვთ თუ  არა სურვილი წრის მუშაობის გაგრძელებისა?

კმაყოფილი ხართ თუ არა მასწავლებელთან მუშაობით?



Комментариев нет:

Отправить комментарий