суббота, 27 октября 2018 г.
суббота, 27 января 2018 г.
საწრეო მუშაობა
შეხვედრა პირველი __შეხვედრის მიზანი იყო სამუშაო ფორმატის გაცნობა.ენის მნიშვნელობის განსაზღვრა .ბავშვებმა დაასახელეს არსებითი სახელები და შემდეგ ისინი დაალაგეს ჯგუფების მიხედვით.
14.02.2018 წელი
შეხვედრა მეორე __ამ გაკვვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს მოეძებნათ ტექსტში არსებითი სახელი, გამოეცნოთ ბრუნვა ,ეპოვათ ფუძე და გაეგოთ, როგორ ფუძიანია სახელი.
21.02.2018 წელი
შეხვედრა მესამე __გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვებს განესხვავებიათ კუმშვადი და უკუნშველი საელები.შეექმნათ თვალსაჩინეობისთვის სქემა.
28.02 2018 წელი
შეხვედრა მეოთხე __ გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ამოეცნოთ ებიანი და ნართანიანი ბრუნვის ფორმები. ებრუნათ სახელი ორივე მრავლობითში .მოსწავლეებმა არსებით სახელებს შეუწყეს ზმნები რიცხვში.
07.03.2018 წელი
შეხვედრა მეხუთე __გაკვეთილის მიზანი ---განასხვაონ კვეცადი, უკვეცელი და კუმშვად-კვეცადი სახელები ერთმანეთისგან
14.03.2018 წელი
შეხვედრა მეექვსე __გაკვეთილის მიზანია--გაეცნონ ტექსტს,შეძლონ ტექსტში შეცდომების პოვნა და მოახდინონ მათი შესწორება.
21.03.2018 2018 წელი
შეხვედრა მეშვიდე __ამ შეხვედრის მოზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება.
28.03.2018 წელი
შეხვედრა მერვე __გაკვეთილის მიზანი ---გეოგრაფიულ სახელთა ბრუნება
04.04.2018 წელი
შეხვედრა მეცხრე __ამ შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეგოთ , რა არის ზედსართავი სახელი, შეძლებენ გაარჩიონ ერთმანეთისაგან ყოლა-ქონების,უყოლობა-უქონლობის,სადაურობის,დანიშნულებისა და ხელოის სახელები.
11.04.2018 წელი
შეხვედრა მეათე __გაკვეთილის მიზანი--ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები.,სინონიმური და ანტონიმური ზედსართავი სახელები.ზედსართავი სახელის ბრუნება ცალკე და არსებითთან ერთად.
18.04.2018 წელი
შეხვედრა მეთერთმეტე __გაკვეთილის მიზანი--რიცხვითი სახელის მართლწერა. მოსწავლეებს დაურიგდათ ტექსტი, სადაც არის დაშვებული შეცდომები. მათი ამოცანაა, იპოვონ მცდარი ფორმები და მოახდინონ მათი კორექტირება.
25.04.2018 წელი
შეხვედრა მეთორმეტე __შეხვედრის მიზანია ---რიცხვითი სახელის ბრუნება ცალკე და არსებითთან ერთად. მათი ამოცანაა, ტექსტში იპოვონ შეცდომები და გაასწორონ.
02.05.2018 წელი
შეხვედრა მეცამეტე __გაკვეთილის მიზანი-- სასვენი ნიშნები პირდაპირ ნათქვამთან.მოსწავლეებმა თვითონ უნდა შექმნან წინადადებები, სადაც გამოიყენებენ პირდაპირ ნათქვამს და დასვამენ მასთან სასვენ ნიშნებს.
16.05.2018 წელი
შეხვედრა მეთოთხმეტე __გაკვეთილის მიზანი-- პუნქტუაცია. მოსწავლეებმა ტექსტში დამოუკიდებლად უნდა შეძლონ სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება.
23.05.2018 წელი
მეცადინეობა მეთხუთმეტე __შეხვედრის მიზანი--დიალოგი და სასვენი ნიშნები მასთან. მოსწავლეები ზეპირად გაესაუბრებიან ერთმანეთს , ხოლო მესამე პირმა ეს ყველაფერი უნდა გადმოსცეს წერილობით .დიალოგში ეცდებიან გამოიყენონ ე. წ. ,,ჩართული" სიტყვები და გამოთქმები.
30.05.2018 წელი
მეცადინეობა მეთექვსმეტე __გაკვეთილის მიზანია საწრეო მუშაობის შეჯამება ტესტების საშუალებით.
Подписаться на:
Сообщения (Atom)