суббота, 27 января 2018 г.

საწრეო მუშაობა



07.02.2018 წელი
შეხვედრა პირველი __შეხვედრის  მიზანი იყო სამუშაო  ფორმატის  გაცნობა.ენის        მნიშვნელობის  განსაზღვრა .ბავშვებმა დაასახელეს  არსებითი  სახელები  და  შემდეგ  ისინი  დაალაგეს  ჯგუფების  მიხედვით.

14.02.2018  წელი
შეხვედრა  მეორე __ამ  გაკვვეთილის  მიზანი იყო, მოსწავლეებს  მოეძებნათ  ტექსტში  არსებითი  სახელი, გამოეცნოთ  ბრუნვა ,ეპოვათ  ფუძე  და  გაეგოთ,  როგორ  ფუძიანია  სახელი.

21.02.2018  წელი
შეხვედრა მესამე __გაკვეთილის  მიზანი  იყო ბავშვებს  განესხვავებიათ  კუმშვადი  და  უკუნშველი  საელები.შეექმნათ  თვალსაჩინეობისთვის  სქემა.

28.02 2018  წელი
შეხვედრა  მეოთხე __ გაკვეთილის  მიზანი იყო მოსწავლეებს  ამოეცნოთ  ებიანი  და  ნართანიანი  ბრუნვის  ფორმები. ებრუნათ  სახელი  ორივე  მრავლობითში .მოსწავლეებმა  არსებით სახელებს  შეუწყეს  ზმნები  რიცხვში.

07.03.2018 წელი
შეხვედრა  მეხუთე __გაკვეთილის  მიზანი ---განასხვაონ  კვეცადი,  უკვეცელი  და კუმშვად-კვეცადი  სახელები  ერთმანეთისგან


14.03.2018 წელი
შეხვედრა  მეექვსე __გაკვეთილის  მიზანია--გაეცნონ  ტექსტს,შეძლონ  ტექსტში  შეცდომების  პოვნა  და  მოახდინონ  მათი შესწორება.


21.03.2018 2018 წელი
შეხვედრა  მეშვიდე __ამ  შეხვედრის  მოზანი  იყო  განვლილი  მასალის  შეჯამება.



28.03.2018 წელი
შეხვედრა  მერვე __გაკვეთილის  მიზანი ---გეოგრაფიულ  სახელთა  ბრუნება

04.04.2018 წელი
შეხვედრა  მეცხრე __ამ  შეხვედრის მიზანი  იყო,  მოსწავლეებს  გაეგოთ ,  რა  არის ზედსართავი  სახელი, შეძლებენ  გაარჩიონ ერთმანეთისაგან  ყოლა-ქონების,უყოლობა-უქონლობის,სადაურობის,დანიშნულებისა და  ხელოის  სახელები.

11.04.2018 წელი
შეხვედრა  მეათე __გაკვეთილის  მიზანი--ზედსართავი  სახელის  ხარისხის  ფორმები.,სინონიმური  და  ანტონიმური  ზედსართავი  სახელები.ზედსართავი  სახელის  ბრუნება  ცალკე  და  არსებითთან  ერთად.

18.04.2018 წელი
შეხვედრა  მეთერთმეტე __გაკვეთილის  მიზანი--რიცხვითი  სახელის  მართლწერა. მოსწავლეებს  დაურიგდათ  ტექსტი,  სადაც  არის  დაშვებული  შეცდომები.  მათი  ამოცანაა,  იპოვონ  მცდარი  ფორმები  და  მოახდინონ  მათი  კორექტირება.

25.04.2018 წელი
შეხვედრა  მეთორმეტე __შეხვედრის  მიზანია ---რიცხვითი  სახელის  ბრუნება  ცალკე  და  არსებითთან  ერთად. მათი  ამოცანაა,  ტექსტში  იპოვონ  შეცდომები  და  გაასწორონ.



02.05.2018 წელი
შეხვედრა  მეცამეტე __გაკვეთილის  მიზანი--  სასვენი  ნიშნები  პირდაპირ  ნათქვამთან.მოსწავლეებმა  თვითონ  უნდა  შექმნან  წინადადებები,  სადაც  გამოიყენებენ  პირდაპირ  ნათქვამს  და  დასვამენ  მასთან  სასვენ  ნიშნებს.

16.05.2018 წელი
შეხვედრა   მეთოთხმეტე __გაკვეთილის  მიზანი-- პუნქტუაცია. მოსწავლეებმა  ტექსტში  დამოუკიდებლად  უნდა  შეძლონ  სასვენი  ნიშნების  მართებულად  გამოყენება.








23.05.2018 წელი
მეცადინეობა მეთხუთმეტე __შეხვედრის  მიზანი--დიალოგი  და  სასვენი  ნიშნები  მასთან.  მოსწავლეები  ზეპირად  გაესაუბრებიან  ერთმანეთს ,  ხოლო  მესამე  პირმა  ეს  ყველაფერი  უნდა  გადმოსცეს  წერილობით .დიალოგში  ეცდებიან  გამოიყენონ ე. წ. ,,ჩართული"  სიტყვები  და  გამოთქმები.


30.05.2018 წელი
მეცადინეობა მეთექვსმეტე __გაკვეთილის  მიზანია  საწრეო  მუშაობის  შეჯამება  ტესტების  საშუალებით.